დაავადებები

გენერალური დირექტორი მერაბ დვალი
ჩემთვის ყველაზე ძვირფასია ოპერაციის შემდეგ პირველივე დღეს, ზოგჯერ კი ოპერაციიდან რამდენიმე წუთში ან საათში მომღიმარი პაციენტის მიერ ნათქვამი „თქვენ მაჩუქეთ ახალი მზერა“.
პროფესორი მერაბ დვალი - ოფთალმოლოგი ნახევარსაუკუნოვანი კლინიკური, სამეცნიერო და პედაგოგიური გამოცდილებით. მის სახელს უკავშირდება საქართველოში თვალის მიკროქირურგიის ფართო დანერგვა, რისთვისაც მას 2002 წელს მიენიჭა სახელმწიფო პრემია მეცნიერების დარგში. 1992-1993 წლებში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში წარმატებული ოფთალმოლოგიური მოღვაწეობისთვის პროფ. მერაბ დვალი დაჯილდოებულია „ხალხთა მეგობრობის საერთაშორისო ორდენით“. მის სახელთანაა დაკავშირებული საქართველოში მკურნალობის მრავალი ინოვაციური მეთოდის დანერგვა და ოფთალმოლოგთა არაერთი თაობის აღზრდა.
- ქართველ ოფთალმოლოგთა შორის პროფ. მერაბ დვალმა პირველმა გამოიყენა კატარაქტის ფაკოემულსიფიკაციის მეთოდი ხელოვნური ბროლის იმპლანტაციით (1975წ.)
- პროფ. მერაბ დვალმა დააარსა ამიერკავკასიაში პირველი ექსიმერული ლაზერის ცენტრი (1999 წ.)
- პროფ. მერაბ დვალმა მსოფლიოში პირველმა ჩაატარა მხედველობის ექსიმერლაზერული კორექცია (LASIK) ბავშვთა ასაკში (2000 წ.)
- პროფ. მერაბ დვალის მიერ 2004 წელს საქართველოში პირველად ჩატარდა ფაკიური თვალშიდა ლინზის (ICL) იმპლანტაცია რეფრაქციული ანომალიების კორექციის მიზნით.
- პროფ. მერაბ დვალის სახელთან არის დაკავშირებული კერატოკონუსის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ინოვაციური მეთოდების დანერგვა საქართველოში: რქოვანას ინტრასტრომული რკალების იმპლანტაცია (2003 წ.) და რქოვანას ქროს-ლინქინგი (2007 წ.)
0
წელი ბაზარზე
0
ადამიანზე მოხსნილი სათვალე
0
კმაყოფილი მოხმარებელი
A
A
A