_1733756892.webp) 
                    ოფთალმოლოგი
ონისე ცერცვაძე
ონისე ცერცვაძე
ოფთალმოქირურგი • მედიცინის დოქტორი
დოქტორი ონზე ცერცვაძე არის ერთ-ერთი წამყვანი და ყველაზე გამოცდილ ოფთალმოქირურგთაგანი საქართველოში, რომელიც 2004 წლიდან დღემდე მოღვაწეობს თვალის კლინიკა „ახალი მზერაში“. მისი მრავალწლიანი პრაქტიკის განმავლობაში მას ჩატარებული აქვს თვალის ქირურგიული ოპერაციების უდიდესი ნაწილი, რაც მას განსაკუთრებულ ავტორიტეტს ანიჭებს როგორც პროფესიულ საზოგადოებაში, ასევე პაციენტებს შორის.
სამედიცინო განათლება მიიღო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში (1994–2001), სადაც დაამთავრა სამკურნალო ფაკულტეტი და მოიპოვა ზოგადი პროფილის ექიმის კვალიფიკაცია. შემდგომი პროფესიული განვითარება განაგრძო სანქტ-პეტერბურგის დიპლომისშემდგომი განათლების სამედიცინო აკადემიაში (2002–2004), სადაც წარმატებით გაიარა კლინიკური ორდინატურა ოფთალმოლოგიის მიმართულებით.
მუდმივი პროფესიული ზრდისა და სამეცნიერო მოღვაწეობის შედეგად, 2021 წელს ოფთალმოლოგმა ცერცვაძემ დაიცვა დისერტაცია და მიენიჭა მედიცინის აკადემიური დოქტორის ხარისხი. მისი პრაქტიკა მოიცავს თვალის მიკროქირურგიის ფართო სპექტრს, მათ შორის ინოვაციურ ლაზერულ ტექნოლოგიებსა და თანამედროვე მკურნალობის მეთოდებს, რაც პაციენტებისთვის უზრუნველყოფს უმაღლესი ხარისხის შედეგებსა და უსაფრთხოებას.