
ოფთალმოლოგი
მონიკა ზალინიან
აკადემიური ხარისხი: ექიმი ოფთალმოლოგი, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის
მოწვეული ლექტორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივესტისტეტის
დოქტორანტი;
ბელორუსის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი - გაცვლითი პროგრამა,
2014 წელი, ზოგადი მედიცინა
- მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტი - გაცვლითი პროგრამა, 2016 წელი, ზოგადი მედიცინა
- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - მედიცინის დოქტორი, 5.08.2016
- ბელარუსის დიპლომისშემდგომი განათლების სამედიცინო აკადემია - რეზიდენტურის პროგრამა ოფთალმოლოგიაში, 2017-2019
- ლიცენზირებული ოფთალმოლოგის სერტიფიკატი, 19.06.2019
- თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი - რეზიდენტურის პროგრამა ოფთალმოლოგიაში, 2019-2020
- ლიცენზირებული ოფთალმოლოგის სერტიფიკატი #022065, 25.08.2020
- ბელარუსის დიპლომისშემდგომი განათლების სამედიცინო აკადემია - „დიაგნოსტიკის და ლაზერული თერაპიის თანამედროვე მეთოდები ოფთალმოლოგიაში“, სერტიფიკატი #0002271, მინსკი, 28.06.2019
- ულმის საუნივერსიტეტო კლინიკა, ულმნი, გერმანია - SOE გრანტი, 06-07/2021, სპეციალიზაცია: გლაუკომა და ბადურის დაავადებები
- სან კარლოს საუნივერსიტეტო კლინიკა, მადრიდი, ესპანეთი - EGS გრანტი, 09/2024-11/2024, სპეციალიზაცია: გლაუკომა
მონიკა ზალინიანი, როგორც ოფთალმოლოგი და დოქტორანტი (თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში), სადაც მისი კვლევითი საქმიანობა ძირითადად ფოკუსირებულია გლაუკომის ინოვაციურ მკურნალობასა და დიაგნოსტიკაზე, აქტიურად არის ჩართული კვლევით საქმიანობაში სხვადასხვა თვალის დაავადებების მიმართულებით. მისი კლინიკური კვლევების გამოცდილება მოიცავს ისეთ კომპლექსურ და ინოვაციურ პროექტებს, რომლებიც მიზნად ისახავს თვალის ქრონიკული დაავადებების თანამედროვე მკურნალობის განვითარებას.
მონიკა ზალინიანი მონაწილეობს გლაუკომის მკურნალობის კვლევებში, რაც მოიცავს როგორც ტრადიციული, ასევე ლაზერული მეთოდების ეფექტურობის შესწავლას. ამავე დროს, იგი აქტიურად ერთვებოდა ისეთ კლინიკური კვლევების მენეჯმენტში, როგორიც არის CorNeat EverPatch ტექნოლოგიის დანერგვა, მისი ინტერესის სფერო ასევე მოიცავს თირეოიდული თვალის დაავადების (TED) მიმართულება,ENDOART®-ის კლინიკურიკვლევა, რომელიც მიზნად ისახავდა ახალი იმპლანტის უსაფრთხოების შესწავლას რქოვანას დაავადებების დროს. აქტიურად მონაწილეობს სველ და მშრალ ასაკობრივ მაკულარულ დეგენერაციასთან (AMD) დაკავშირებულ კვლევებში, რაც ითვალისწინებს თანამედროვე მედიკამენტების გამოყენებას AMD-ის მკურნალობაში.
მონიკა ზალინიანმა 2023 წელს, სექტემბერში, მიიღო მონაწილეობა მთავარ მკვლევართა შეხვედრაში- სორენტოში, რომელიც მიეძღვნა ახალი პრეპარატის (Alvotech) კვლევას, სველი ასაკობრივი მაკულარული დეგენერაციის (Wet AMD) მკურნალობას. ასევე, მან 2023 წლის ოქტომბერში, დაესწრო მკვლევართა შეხვედრას მილანში, რომელიც თირეოიდული თვალის დაავადების (TED) კლინიკურ კვლევას შეეხებოდა მონიკა ზალინიანის კვლევითი გამოცდილება ფართო სპექტრს მოიცავს და დიდად ხელს უწყობს ოფთალმოლოგიური დაავადებების თანამედროვე მიდგომების განვითარებასა და კლინიკურ პრაქტიკაში დანერგვას.
პროფესიული გამოცდილება:
- ექიმი ოფთალმოლოგი - კლინიკა „ახალი მზერა“, 09/2020 დღემდე
- მოწვეული ლექტორი ოფთალმოლოგიაში - ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი, 08/2020 - დღემდე
გლაუკომის საერთაშორისო კონგრესები და პროფესიული გაწევრიანებები
მონიკა ზალინიანი აქტიურად მონაწილეობს გლაუკომის, ოფთალმოლოგიისა და თვალის სხვადასხვა დაავადებებისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონგრესებში, რამაც მას საშუალება მისცა გაეზარდა კვალიფიკაცია და გაეზიარებინა საკუთარი კვლევითი შედეგები და კლინიკური პრაქტიკა. ის რეგულარულად ესწრება: ევროპული გლაუკომის საზოგადოება (EGS); DOC კონფერენცია, გერმანია; ბელარუსის ოფთალმოლოგიის საზოგადოება; საქართველოს ოფთალმოლოგიური საზოგადოება; შავი ზღვის ოფთალმოლოგიის საზოგადოება (BSOS);
საერთაშორისო მოხსენებები:
- BelMAPE საერთაშორისო ოფთალმოლოგიური კონგრესი -„ბილატერალური მწვავე გლაუკომის შემთხვევების მართვა“ და „ვალსალვას რეტინოპათიის კლინიკური შემთხვევა“, 2018;
- „DOC კონფერენცია, გერმანია“ ლაზერული და ქირურგიული მეთოდების ეფექტურობა გლაუკომის მართვაში, 2019;
- „გლაუკომის მკურნალობის ახალი მიდგომა - DIRECT SELECTIVE LASER TRABECULOPLASTY “, BSOS კონგრესი, 2021;
- გლაუკომა და მიოპია, “შეინახე მომავლის ხედვა” ფარგლებში, 2023;
- გლაუკოამ და ლაზერული მკურნალობა- პსლტ შედეგები: Outcomes from a Multicenter, Randomized Controlled Trial of Direct Selective Laser Trabeculoplasty (DSLT), in Open-Angle Glaucoma and Ocular Hypertension (The GLAUrious Study), 2024, GOS;