ოფთალმოლოგი
ონისე ცერცვაძე
ონისე ცერცვაძე
ოფთალმოქირურგი • მედიცინის დოქტორი
ონისე ცერცვაძე არის ერთ-ერთი წამყვანი და ყველაზე გამოცდილ ოფთალმოქირურგი საქართველოში, რომელიც 2004 წლიდან დღემდე მოღვაწეობს თვალის კლინიკა „ახალი მზერაში" და იკავებს კატარაქტის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციას. მისი მრავალწლიანი პრაქტიკის განმავლობაში მას ჩატარებული აქვს 30 000 - მდე მიკროქირურგიული ოპერაცია, რაც მას განსაკუთრებულ ავტორიტეტს ანიჭებს როგორც პროფესიულ საზოგადოებაში, ასევე პაციენტებს შორის.
სამედიცინო განათლება მიიღო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში (1994–2001), სადაც წარჩინებით დაამთავრა სამკურნალო ფაკულტეტი წითელი დიპლომით და მოიპოვა ზოგადი პროფილის ექიმის კვალიფიკაცია. შემდგომი პროფესიული განვითარება განაგრძო სანქტ-პეტერბურგის დიპლომისშემდგომი განათლების სამედიცინო აკადემიაში (2002–2004), სადაც წარმატებით გაიარა კლინიკური ორდინატურა ოფთალმოლოგიის მიმართულებით.
მუდმივი პროფესიული ზრდისა და სამეცნიერო მოღვაწეობის შედეგად, 2021 წელს მან დაიცვა დისერტაცია და მიენიჭა მედიცინის აკადემიური დოქტორის ხარისხი. მისი პრაქტიკა მოიცავს თვალის მიკროქირურგიის ფართო სპექტრს, მათ შორის ინოვაციურ ლაზერულ ტექნოლოგიებსა და თანამედროვე მკურნალობის მეთოდებს, რაც პაციენტებისთვის უზრუნველყოფს უმაღლესი ხარისხის შედეგებსა და უსაფრთხოებას.
2022 წლიდან მიმდინარედ, მედიცინის დოქტორი ონისე ცერცვაძე არჩეულია საქართველოს ოფთალმოლოგთა ასოციაციის გამგეობის წევრად.